სიახლეები

29 ივნისი 2017

სააგენტოს ახალი საგზაო მეტეოროლოგიური სადგურები გადაეცა

პროექტის „საქართველოში სატრანსპორტო დერეფნების უსაფრთხოების გაზრდა საგზაო მეტეოროლოგიის განვითარების გზით“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, საქართველოს საგზაო დეპარტამენტის და ჩეხური კომპანიების „GEOtest”-ისა და „CROSS a.s.”-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში გარემოს ეროვნულ სააგენტოს სამი უახლესი საგზაო მეტეოროლოგიური სადგური გადაეცა, რომელიც სააგენტოს ონლაინ რეჟიმში აწვდის მონაცემებს საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შემთხვევაში სადგურიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე სპეციალისტების მიერ შესაბამისი უწყებების ინფორმირება მოხდება. პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდა.

სხვა სიახლეები