სიახლეები

30 ივნისი 2017

შეხვედრა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებთან

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონულ დირექტორს ოლივიე ბურკსა და ევროპასა და აზიასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ელიზაბეტ ვონ კაპელერს შეხვდა.

შეხვედრაზე გარემოს ეროვნული სააგენტოსა და SDC-ის ერთობლივი პროექტის „პრევენციისა და მზაობის სისტემების გაძლიერება - საფრთხეების რუკის მეთოდოლოგიის შემუშავება და საფრთხეების რუკების შედგენა მესტიის მუნიციპალიტეტისათვის” შედეგები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

პროექტის ფარგლებში გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მესტიის მუნიციპალიტეტის 6 ტერიტორიული ერთეულის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების შესახებ ანგარიში მოამზადეს, რომელიც მეწყრულ-ღვარცოფული, წყალმოვარდნების, ქვათაცვენის და თოვლის ზვავების მაღალი რისკის უბნების საფრთხეებს ასახავს.

სხვა სიახლეები