სიახლეები

30 ივნისი 2017

ქუთაისში უახლესი ავტომატური სადგური დამონტაჟდა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქ.ქუთაისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი უახლესი ავტომატური სადგური დაამონტაჟა. ავტომატური სადგურის საშუალებით დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი 24 საათიანი ონლაინ მონიტორინგი განხორციელდება, რომელიც მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადასცემს. ატმოსფერულ ჰაერში ნახშირჟანგის (CO); აზოტის ჟანგეულების (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგის (SO2); მიწისპირაოზონისა (O3) და მტვრის სხვადასხვა ფრაქციის შემცველობა განისაზღვრება.
მონაცემები ყოველდღიურად გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე www.meteo.gov.ge განთავსდება.

სხვა სიახლეები