სიახლეები

31 მაისი 2015

განცხადება ამინდის მოსალოდნელ პროგნოზთან დაკავშირებით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, დღეს 31 მაისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.  

მთიან და მაღალმთიან რეგიონებში არსებობს ძლიერი წვიმის   ალბათობა, აღმოსავლეთ საქართველოში  ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება.

ივნისის დასაწყისში საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება ხელსაყრელი პირობები კონვექციური ღრუბლების განვითარებისთვის. არსებული ვითარება აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში  გამოიწვევს სეტყვის საშიშროებას  უმეტესად დღის მეორე ნახევარში. ელჭექის დროს კვლავ შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება.

 

სხვა სიახლეები