სიახლეები

05 ივლისი 2017

სააგენტოს სპეციალისტები პოლონეთში სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის და გეოლოგიის დეპარტამენტების სპეციალისტები მარინა კორძახია, დიანა ეგიაზაროვა და ვიტალი მაჭავარიანი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და თანამშრომლობის პროგრამისა და პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „წყალდიდობების წინააღმდეგ ჰიდრავლიკური მოდელირების სწავლება მე-2 ფაზა - ქართული ინსტიტუციების შესაძლებლობების და მზადყოფნის ხელშეწყობა“ ფარგლებში ქ. კრაკოვსა და ქ. ტარნოვში სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ.

სტაჟირების ფარგლებში ქართველმა სპეციალისტებმა სწავლება გაიარეს თემაზე "მდინარეთა ჰიდროლოგიური და ჰიდრავლიკური მოდელირება", რომლის მიზანი იყო სააგენტოს კომპეტენციის ზრდა და მზადყოფნა ევროკავშირის N2007/60EC დირექტივის დანერგვისათვის და LIDAR სკანირების მონაცემთა დამუშავება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით.

სხვა სიახლეები