სიახლეები

06 ივლისი 2017

სააგენტოს სპეციალისტი სამეცნიერო კვლევითი პროექტით ინგლისში იმყოფებოდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის სპეციალისტი იოსებ ქინქლაძე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ინგლისში იმყოფებოდა, სადაც მან ბრისტოლის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტში სამეცნიერო კვლევითი პროექტი  ''წყალდიდობა-წყალმოვარდნების რისკების შეფასება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მდინარე სუფსის აუზის მაგალითზე" განახორციელა.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში, ჰიდროდინამიკური მოდელირების გამოყენებით, მდინარე სუფსის აუზის ქვემო წელისათვის წყალდიდობების რუკები მომზადდა.

სხვა სიახლეები