სიახლეები

07 ივლისი 2017

ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე,  გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას  ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით.

სააგენტო ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგს  4 ქალაქში აწარმოებს - თბილისში (2008 წლიდან), რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში (2014  წლიდან).

ჩატარებული კვლევების თანახმად,  2016 წლის საშუალო მონაცემების მიხედვით 2015 წელთან შედარებით ჰაერში ტყვიის შემცველობა ქ. თბილისში შემცირებულია 5-ჯერ, ქალაქ  ბათუმში დაახლოებით 3-ჯერ, რუსთავში - 2-ჯერ, ხოლო  ქუთაისში კი უმნიშვნელოდ. აღსანიშნავია, რომ ტყვიის შემცველობის მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია გრძელდება 2017 წლის განმავლობაშიც.(5 თვის მონაცემის მიხედვით)

დასახლებული ადგილების ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია შეადგენს 0,0003 მგ/მ³-ში. (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №297/ნ, 2001 წლის 16 აგვისტო, ქ. თბილისი, გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ).

სხვა სიახლეები