სიახლეები

07 ივლისი 2017

ძლიერი წვიმის შედეგად ღვარცოფული პროცესი განვითარდა

ძლიერი წვიმის შედეგად, ნატახტარი-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრზე, სოფ. მუგუდასთან ადგილი ჰქონდა ღვარცოფული პროცესის გააქტიურებას, რის შედეგადაც საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეწყდა.

ანალოგიური პროცესი განვითარდა აღნიშნული გზის 65-ე კმ-ზე, რასაც მოჰყვა ჯომარდობის ბაზისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტის დაზიანება. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ადგილზე შეისწავლეს და შეაფასეს პროცესი. რის შედეგადაც გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.

ამ ეტაპზე საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია.

სხვა სიახლეები