სიახლეები

13 ივლისი 2017

სააგენტოს სპეციალისტებს სერთიფიკატები გადაეცათ

გარემოს ეროვნულ სააგენტოში პროექტის “საქართველოში სატრანსპორტო დერეფნების უსაფრთხოების გაზრდა საგზაო მეტეოროლოგიის განვითარების გზით“ ფარგლებში სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც სააგენტოს და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ტრენინგის ფარგლებში სპეციალისტებმა საქართველოში საგზაო მეტეოროლოგიის საინფორმაციო სისტემის დანერგვის შესახებ იმსჯელეს.

ტრენინგს ჩეხური კომპანია DELTING s.r.o-ს, ჩეხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტისა და ჩეხური კომპანია CROSS Zlín a.s.-ის ექსპერტები უძღვებოდნენ, რომლებმაც სპეციალისტებს სერთიფიკატები გადასცეს.

სხვა სიახლეები