სიახლეები

03 ივნისი 2015

თამარ ბაგრატია მიმდინარე პროექტებითა და გეგმებით კომიტეტის წინაშე წარსდგა

საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ  მინისტრი გიგლა აგულაშვილი მოხსნებით გამოვიდა.

ქვეყანაში მდგრადი განვითარების წინაპირობების შექმნა და გარემოს დეგრადაციის შემცირება, ევროინტეგრაციის გაღრმავება, მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი მართვის გაუმჯობესება ფართო საზოგადოების აქტიური ჩართულობით, - ასეთია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ახალი მინისტრის, გიგლა აგულაშვილის სამომავლო გეგმები.

კანონმდებლებმა მინისტრს შეკითხვები თბილისსა და რეგიონებში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებსა და გარემოს დაცვის საკითხებზე დაუსვეს. დღესვე, სხდომაზე დეპუტატ გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს, რომელიც დაცული ტერიტორიების სტატუსის, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნის და თბილისის ეროვნული პარკის შესახებ კანონებში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

კომიტეტის წევრებს მინისტრმა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია წარუდგინა, რომელმაც დეპუტატებს სააგენტოს მიმდინარე პროექტები და სამომავლო პერსპექტივები გააცნო.

სხვა სიახლეები