სიახლეები

24 ივლისი 2017

24 - 30 ივლისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

 

24 - 25 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,  ზოგან ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია  სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსი იქნება. 26 ივლისს მცირე წვიმა შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. 27 – 28 ივლისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +35, +40 გრადუსამდე მოიმატებს. 29 – 30 ივლისს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება. აღმოსავლეთ საქართველოში 27 - 29 ივლისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსის ფარგლებში იქნება. 30 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 

სხვა სიახლეები