სიახლეები

24 ივლისი 2017

სააგენტოს სპეციალისტების ვიზიტი ქ. ანკარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ქ. ანკარაში, მეტეოროლოგიურ სამსახურში (TSMS) ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში TSMS-ის სადამკვირვებლო, სატელეკომუნიკაციო და მონაცემთა დამუშავების სისტემების სფეროებში პრეზენტაციები იქნა წარმოდგენილი. ქართველი სპეციალისტებისათვის განსაკუთრებული ინტერესი TSMS-ში არსებულმა გამზომი საშუალებების საკალიბრაციო ლაბორატორიამ გამოიწვია, რომელიც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და სერტიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის (ISO) მიერ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა თურქეთ-საქართველოს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი მეტეოროლოგიური რადარების მონაცემებთან საქართველოსთვის სრულყოფილად წვდომის უზრუნველყოფის საკითხებიც განიხილეს.

სხვა სიახლეები