სიახლეები

28 ივლისი 2017

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2017წ. 27 ივლისს დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +39, +41 გრადუსის ფარგლებში მერყეობდა. კერძოდ: სენაკში +39, ალპანაში +40, სამტრედიასა და  ზესტაფონში +41 გრადუსი დაფიქსირდა.  

სტატისტიკური მონაცემებით, განსაკუთრებით ცხელი ზაფხული იყო 2000, 2006 და 2010 წლებში. მათ შორის განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურებით გამოირჩევა 2000 წელი. 2000 წლის 30 ივლისს საქართველოში დაფიქსირდა ჰაერის ტემპერატურის შემდეგი აბსოლუტური მაქსიმუმები: მარტვილი, ფოთი, სამტრედია + 45,  ქუთაისი + 43, ზესტაფონი, ზუგდიდი, საქარა, საჩხერე, ამბროლაური + 42, ცაგერი, ხულო, ახალციხე, ქობულეთი + 41 გრადუსი.

სხვა სიახლეები