სიახლეები

16 აგვისტო 2017

შავი ზღვის მონიტორინგი ახალი სტანდარტებით განხორციელდება

2018 წლიდან გარემოს ეროვნული სააგენტო საზღვაო მონიტორინგს ევროკავშირის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში განახორციელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტში  რუმინელი ექსპერტი ადრიან ტეკა იმყოფება, რომელიც დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად  ახორციელებს გარემოსდაცვითი შეფასების (ზღვის ფსკერი) ეროვნული შკალის შემუშავებას - ევროკავშირის საზღვაო და წყლის ჩარჩო დირექტივების შესაბამისად.

ანალოგიური შკალები უკვე შემუშავებულია ფიტო და ზოოპლანქტონისათვის, ასევე მაკროფიტებისთვის, დადგენილია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს საზღვრები (აფხაზეთის ჩათვლით).

სხვა სიახლეები