სიახლეები

17 აგვისტო 2017

მყინვარების მონიტორინგი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით

გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით მდინარე ენგურისა და რიონის აუზის მყინვარების მონიტორინგი იწყება.

სააგენტოს სპეცილისტები და უნივერსიტეტის მეცნიერები ადგილზე შეისწავლიან ვითარებას, მოახდენენ მყინვარული ხეობების მონიტორინგს და შეფასებას შესაძლო ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისათვის.

კვლევისას განხორციელდება მყინვარის ენების და პერიგლაციალური ზონის მაღალი გარჩევადობის ორთოფოტოების მომზადება, მყინვართა ენების დინამიკის შეფასება თანამედროვე ელექტრონული დაკვირვების ხელსაწყოების გამოყენებით, მყინვართა ენების დინამიკის შეფასება ისტორიული რუკების და ორთოფოტოების გამოყენებით.

სხვა სიახლეები