სიახლეები

04 ივნისი 2015

მდინარე ამალის ხეობაში დღეიდან სპეციალისტები მონიტორინგს განახორციელებენ

სტიქიური მოვლენების შესაძლო გააქტიურების შემთხვევაში, ადრეული შეტყობინების მიზნით, მყინვარ დევდორაკზე და მდინარე ამალის  ხეობაში დღეიდან სპეციალისტები მონიტორინგს განახორციელებენ.

 სსიპ - გარემოს ეროვნული  სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის დახმარებით,  მთა-მყინვარწვერის  ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე,  საცხოვრებელი ვაგონი (ეგრეთწოდებული „კუნგი“)  განათავსეს.   მონიტორინგი განხორციელდება  იმ დრომდე, სანამ არ დამონტაჟდება ავტომატიზირებული ადრეული  შეტყობინების სისტემა.

 მონიტორინგი მინიმუმამდე დაიყვანს სამხედრო გზაზე მოძრავი, როგორც ადგილობრივი, ისე ტრანზიტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და  ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას.

ამასთან, დღესვე დაგეგმილი იყო სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პირიქითა ხევსურეთში ჩასვლა, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჯგუფმა სტიქიის ზონამდე ვერ შეძლო მისვლა.  

სხვა სიახლეები