სიახლეები

04 სექტემბერი 2017

4-10 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

4-5 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. 

6 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 7 სექტემბერს ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

9-10 სექტემბერს საქართველოში კვლავ უმეტესად უნალექო ამინდი და ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებაა მოსალოდნელი.    

სხვა სიახლეები