სიახლეები

06 სექტემბერი 2017

ქართველი გეოლოგების ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები  პროექტის „მეწყრის ფორმირების ალბათობის შეფასება საქართველოს მთიან რეგიონებში დუშეთის მუნიციპალიტეტში საფრთხის ქვეშ არსებული დასახლებების, საერთაშორისო გზების და ენერგოსადენების მაგალითზე“ ფარგლებში სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ქართველი და ჩეხი გეოლოგები პროექტის  შემაჯამებელ სამუშაოებს გაეცნენ, მათ შორის იყო ბაზალეთის მეწყრულ უბანზე ჩატარებული გეოფიზიკური კვლევის შედეგები. ასევე, განხორციელდა საველე გასვლები. სპეციალისტები  საშიში გეოლოგიური პროცესების და სასარგებლო წიაღისულის მოპოვების კუთხით საინტერესო ობიექტებზე  იმყოფებოდნენ. 

სხვა სიახლეები