სიახლეები

07 სექტემბერი 2017

ემილ წერეთელი მსოფლიოს რჩეულ მეცნიერებში მოხვდა

ქართველმა მეცნიერმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ემილ წერეთელმა IBC-გან (საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრი) სპეციალური ჯილდო - მედალი მიიღო და 2017 წლის მსოფლიო მეცნიერთა ტოპ ასეულში უკვე მეორედ დაიკავა ადგილი.

მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი ემილ წერეთელი 60 წელია გეოლოგიის სფეროში მუშაობს. მისი ავტორობით დღემდე 300-ზე მეტი სამეცნიერო და 20 მონოგრაფიული ხასიათის ნაშრომი გამოიცა.

2017 წლის ტოპ ასეულში მოსახვედრად ცენტრმა რამოდენიმე ათასი მეცნიერის ბიოგრაფია განიხილა.  ბიოგრაფიული ცენტრის ნუსხაში არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიური შრომით მეცნიერების წინსვლას უწყობენ ხელს. 

საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრი  40 წლის წინ ინგლისში, ოქსფორდში დაარსდა და არის  მსოფლიოს ლიდერი ბიოგრაფიული გამოცემა. ამ პერიოდის განმავლობაში IBC-მ ერთ მილიონზე მეტი ბიოგრაფიული ნაშრომი და მემუარი გამოსცა. ცენტრი ყოველწლიურად ასახელებს 100 საუკეთესო მეცნიერს. ემილ წერეთელმა აღნიშნული აღიარება 2014 წელსაც მოიპოვა.

სხვა სიახლეები