სიახლეები

05 ივნისი 2015

სტუდენტები გარემოს ეროვნულ სააგენტოს ეწვივნენ

დღეს, 5 ივნისს, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სააგენტოში  ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  ილიას უნივერსიტეტისა 50-ზე მეტ სტუდენტს უმასპინძლა.

სტუდენტებს თამარ ბაგრატიამ  სააგენტოს საქმიანობა თავად გააცნო, ასევე დაათვალიერებინა ლაბორატორიები და სინოპტიკოსების სამუშაო ოთახი, სადაც ონლაინ რეჟიმში გადმოიცემა სინოპტიკური პროცესები. სააგენტოს ხელმძღვანელი   გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით სტუდენტების ხედვებსაც გაეცნო.

როგორც თამარ ბაგრატია აღნიშნავს, გარემოს ეროვნული სააგენტო აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას სტუდენტებთან და უნივერსიტეტებთან, როგორც გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად, ასევე შეიმუშავებს პროგრამებს, რათა დაეხმაროს მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის.

სხვა სიახლეები