სიახლეები

03 ოქტომბერი 2017

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაბორატორია გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის ენერგიებისა და კლიმატის ინსტიტუტის ტროპოსფეროს (FZJ IEK-8) ლაბორატორიის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლობის საფუძველზე ლაბორატორია გაიხსნა.

გარემოს ეროვნული სააგენტო ლაბორატორიას ერთობლივი კვლევებისათვის თანამედროვე გაზ ქრომატოგრაფ მას სპექტრომეტრს გადასცემს. სააგენტოს ექნება სრული წვდომა SMART|AtmoSim_Lab -თან, როგორც პროექტებში უშუალოდ მონაწილეობის, ასევე მონაცემების გაზიარების გზით, რაც ხელს შეუწყობს ჰაერის მონიტორინგის, ჰაერის პროგნოზირების მოდელების დანერგვას და სპეციალისტთა და სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებას ჰაერის კვლევის მიმართულებით.

პროექტის პარტნიორები გარემოს ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მერიაა. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, თბილისის მერი დავით ნარმანია, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაკო მიქაბერიძე, საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილე მონიკა ლენჰარდი,იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები, და სტუდენტები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები