სიახლეები

09 ოქტომბერი 2017

9 – 15 ოქტომბერს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

9 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ნარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსი იქნება.

10 - 11 ოქტომბერს საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს.

12 - 14 ოქტომბერს შედარებით გამოიდარებს. 15 ოქტომბრიდან კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. 

სხვა სიახლეები