სიახლეები

10 ოქტომბერი 2017

თეთნულდზე ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ თეთნულდზე, ზღვის დონიდან 2400 მ სიმაღლეზე, ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა. სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების: ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და ინფორმაციის დამუშავების ცენტრში ონლაინ რეჟიმში გადაცემას.

ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის მუშაობა გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზების ხარისხს და ხელს შეუწყობს მოსალოდნელი სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.  აღნიშნული მონაცემები ასევე, გააუმჯობესებს მიმდინარე და მოსალოდნელი ამინდის შესახებ ტურიზმის სფეროს ინფორმაციული მომსახურების ხარისხს.

2015 წლიდან დღემდე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 28 ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა.

 

სხვა სიახლეები