სიახლეები

10 ივნისი 2015

შეხვედრა დემოკრატიის სკოლების პროექტ „ქალაქების" მონაწილეებთან

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში (NIMD) დემოკრატიის სკოლების პროექტ „ქალაქების" მონაწილეებს შეხვდნენ.  

მინისტრმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა შეხვედრის მონაწილეებს გარემოს დაცვის სფეროში დაგეგმილი პროექტები და სამომავლო პერსპექტივები გააცნეს. თამარ ბაგრატიამ ყურადღება გაამახვილა დიდ ქალაქებში ჰაერის მონიტორინგის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

სხვა სიახლეები