სიახლეები

13 ოქტომბერი 2017

ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეცხრე ეტაპის შედეგები

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეცხრე ეტაპი ჩაატარა. საქართველოს 20 ქალაქში განთავსებული იყო 128 ცალი ინდიკატორული მილაკი. აქედან აზოტის დიოქსიდის შემცველობის განსაზღვრის მიზნით 65 მილაკი, ოზონის - 30, გოგირდის დიოქსიდის - 23 და ბენზოლის - 10.

ანალიზები ჩატარდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ლაბორატორიაში, ხოლო მიღებული შედეგების შეფასება მოხდა ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან ჰარმონიზებული სისტემის შესაბამისად. ყველა წერტილში დაფიქსირდა გოგირდის დიოქსიდის, ოზონისა და ბენზოლის დაბალი ინდექსები. რაც შეეხება აზოტის დიოქსიდს, მისი მაღალი ინდექსები დაფიქსირდა ქალაქ თბილისში ხუთ წერტილში. გარდა ამისა, აზოტის დიოქსიდის საშუალო ინდექსები აღინიშნა ქალაქ თბილისის 9 წერტილში, ბათუმის სამ წერტილში, ქუთაისის ორ წერტილში და თელავის, ხაშურის, გორის, რუსთავისა და ზესტაფონის თითო წერტილში.

სხვა სიახლეები