სიახლეები

01 ნოემბერი 2017

შავი ზღვის საერთაშორისო დღე

31 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.  წელს საზეიმო ცერემონიალს სტამბოლი მასპინძლობს,ღონისძიების  ორგანიზატორია შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის ბუქარესტის კონვენციის კომისია და თურქეთის გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტრო.
 
შეხვედრაში მონაწილეობენ შავი ზღვის აუზის ქვეყნები: საქართველო, უკრაინა, თურქეთი, რუსეთი, ბულგარეთი და რუმინეთი.
 
საზეიმო ცერემონიალის მონაწილეებს სიტყვით  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიზო ჭელიძემ მიმართა. შავი ზღვის მედალი  გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს  არჩილ გუჩმანიძეს გადაეცა. საქართველო შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კონვენციას 1993 წელს შეუერთდა. შავი ზღვის დაცვის დღე 1996 წლიდან აღინიშნება.
 

სხვა სიახლეები