სიახლეები

06 ნოემბერი 2017

6 –12 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

6 ნოემბერს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. 7 – 8 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

9 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. დედაქალაქში 7 – 9 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი.

11 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.

სხვა სიახლეები