სიახლეები

09 ნოემბერი 2017

შეხვედრა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორს პაველ ფრელიხს და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელს იან ჩერნიკს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრის ფარგლებში თამარ ბაგრატიამ სტუმრებს გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

სხვა სიახლეები