სიახლეები

10 ნოემბერი 2017

თამარ ბაგრატია საერთაშორისო კონფერენციაზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია გეოინფორმაციული სისტემებისა და დისტანციური ზონდირების მომხმარებელთა XVIII საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა. სააგენტოს უფროსმა დამსწრე საზოგადოებას გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობა გააცნო და „სტიქიური მოვლენების მართვა და GIS ტექნოლოგიები“-ს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

საერთაშორისო კონფერენციას სამთავრობო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები