სიახლეები

17 ნოემბერი 2017

გარემოს ეროვნულ სააგენტოს გორის სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ გორის კერძო სკოლა "თამარიონის" მოსწავლეებს სააგენტოს საქმიანობა გააცნო, მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.

სააგენტოს სპეციალისტებმა, მოსწავლეებს წერეთლის გამზირზე მდებარე ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტომატური სადგურის სამუშაო პროცესი გააცნეს. სააგენტოში სტუმრობისას ბავშვებს შესაძლებლობა ქონდათ სააგენტოს ლაბორატორიები და მოკლევადიანი პროგნოზების სამუშაო სივრცე დაეთვალიერებინათ.

სხვა სიახლეები