20 ნოემბერი 2017
მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
21 ნოემბერს დღის ბოლოდან 24 ნოემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4–6 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება და მაღალმთიან ზონაში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.