სიახლეები

22 ნოემბერი 2017

თამარ ბაგრატია ჩეხეთის გეოლოგიის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ჩეხეთის რესპუბლიკის გეოლოგიის სამსახურის უფროსს ზდენეკ ვენერას და ჩეხ გეოლოგებს შეხვდა.

შეხვედრაზე ქართველმა და ჩეხმა გეოლოგებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში ერთობლივად განხორციელებული პროექტის შედეგები წარმოადგინეს. პროექტის ფარგლებში დუშეთის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მეწყრების მონიტორინგის საპილოტე სისტემა დამონტაჟდა, შეიქმნა გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუკა და გეოლოგიური პროცესების მონაცემთა ბაზა, რაც ხელს შეუწყობს მაღალი საფრთხის ტერიტორიებზე მონიტორინგის გაძლიერებას.

პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიერ დაფინანსდა.

სხვა სიახლეები