სიახლეები

01 დეკემბერი 2017

კონფერენცია ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვის შესახებ

წყალდიდობების განვითარების რა საფრთხეები არსებობს საქართველოში და ადრეული გაფრთხილების რა თანამედროვე სისტემები არის დანერგილი ქვეყანაში.  გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ ინფორმაცია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო.

შეხვედრაზე, თამარ ბაგრატიამ  ჰიდრომეტეორლოგიური რისკების შემცირების ტექნოლოგიურ სიახლეებზე და მეთოდოლოგიებზე ისაუბრა, რომლებიც გარემოს ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის საფუძველზე უკვე დაინერგა, რაც ხელს შეუწყობს სტიქიური ბუნებრივი პროცესების პრევენციასა და ზიანის შემცირებას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები საქართველოს მასშტაბით ბუნებრივი სტიქიური პროცესების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ და რეკომენდაციებს   გასცემენ  შემდგომი რეაგირებისთვის.

კონფერენციას პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი მარიუშ მაშკევიჩი, საქართველოში სამთავრობო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე პოლონეთიდან და აშშ-დან მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები