19 ივნისი 2015
მდინარე ვერეს ხეობის არეალში აეროგადაღება განხორციელდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტენთან ერთად წყნეთი-ახალდაბისა და წყნეთი-ბეთანიის ტერიტორიაზე სტიქიის ზონა უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით დაათვალიერა.
თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, მდ. ვერეს ხეობის არეალში აეროგადაღება განხორციელდა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გეოლოგებს საშუალება ექნებათ მოახდინონ კრიტიკული უბნების იდენტიფიცირება, რომლებმაც კატასტროფული მოვლენები განაპირობეს.
აეროგადაღების შედეგად მოხდება სარისკო უბნების რუკაზე გადატანა და მომავლისთვის რისკების შეფასება.