სიახლეები

08 დეკემბერი 2017

ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის შეხვედრა ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის,  ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM)-ის შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე შავი ზღვის სარეწაო ობიექტების მარაგების შეფასების საკითხებზე იმსჯელეს და შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის  გაუმჯობესების   და მეთევზეობის განვითარების შესახებ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კონფერენციაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სარეწაო  ობიექტების არსებული მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

შეხვედრას  გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომდგენლები, საერთაშორისო   სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების  წარმომადგენლები და საერთაშორისო  ექსპერტები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები