სიახლეები

11 დეკემბერი 2017

11–17 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

11 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება.           

12 - 17 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში + 7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

14 დეკემბრიდან ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 

სხვა სიახლეები