სიახლეები

19 დეკემბერი 2017

ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეათე ეტაპის შედეგები

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის ნოემბერში ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეათე ეტაპი ჩაატარა. საქართველოს 20 ქალაქში განთავსებული იყო 125 ცალი ინდიკატორული მილაკი. აზოტის დიოქსიდის შემცველობის განსაზღვრის მიზნით 66 მილაკი, ოზონის - 27, გოგირდის დიოქსიდის - 22 და ბენზოლის - 10.

ანალიზები დიდი ბრიტანეთის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში  ჩატარდა, ხოლო მიღებული შედეგების შეფასება მოხდა ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან ჰარმონიზებული სისტემის შესაბამისად. ყველა წერტილში დაფიქსირდა გოგირდის დიოქსიდისა და ოზონისა დაბალი ინდექსები. ბენზოლის დაბალი ინდექსები აღინიშნა რუსთავსა და ქუთაისში, ხოლო თბილისის სამ წერტილში - საშუალო.  ქალაქ  ბათუმში  მაღალი ინდექსიბ დაფიქსირდა მხოლოდ ერთ წერტილში.

რაც შეეხება აზოტის დიოქსიდს, მისი მაღალი ინდექსი დაფიქსირდა მხოლოდ ქალაქ თბილისში 1 წერტილში. გარდა ამისა, აზოტის დიოქსიდის საშუალო ინდექსები აღინიშნა ქალაქ თბილისის 19 წერტილში, ბათუმის ოთხ წერტილში, გორისა და ქუთაისის ორ-ორ წერტილში  და თელავის, ხაშურის,  რუსთავის, ახალციხისა და სამტრედიის თითო წერტილში.

სხვა სიახლეები