სიახლეები

25 დეკემბერი 2017

25 – 31 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

26 - 26 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

27 – 30 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში + 15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 31 დეკემბერს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. 

სხვა სიახლეები