სიახლეები

20 ივნისი 2015

სტუდენტებმა სტიქიის ზონა დარგის სპეციალისტებთან ერთად განიხილეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, გეოლოგიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტებმა წყნეთი - ბეთანიის გზის მონაკვეთზე არსებული სტიქიის ზონა დაათვალიერეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ადგილზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან გიგლა აგულაშვილთან და სააგენტოს ხელმძღვანელთან თამარ ბაგრატიასთან ერთად იმყოფებოდნენ. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან ერთად დეტალურად დაეთვალიერებინათ სტიქიის ზონა და დარგის სპეციალისტებთან განეხილათ მიზეზ - შედეგობრივი საკითხები.

გეოლოგია საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია, აქედან გამომდინარე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივაა, რომ გეოლოგიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტები ინტენსიურ კავშირში იყვნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტთან და თეორიულ ცოდნასთან ერთად, მეწყრული ზონების ადგილზე შესწავლით მიიღონ პრაქტიკული განათლება.

სხვა სიახლეები