სიახლეები

29 დეკემბერი 2017

მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბერს ღამის საათებში საქართველოს უმეტეს რაოინში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში - თოვლი. დილიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12, +17 °C ფარგლებში იქნება.

1 იანვარს ღამით ზოგან, დღის საათებში კი ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 5 – 7 გრადუსით დაიკლებს. დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისში 1 იანვარს  მცირე წვიმაა მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

ყველაზე თბილი 1 იანვარი თბილისში 1958 წელს (+15,5 °C), ხოლო ყველაზე ცივი 1898 წელს (-12,2 °C) აღინიშნა. ყველაზე დაბალი ტემპერატურა 1 იანვარს საქართველოში 1949 წელს ახალციხეში (- 19.9 ° C) ხოლო მაღალი ტემპერატურა ბათუმში 1960 წელს +23.6 °C აღინიშნა. გარემოს ეროვნული სააგენტო გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ თქვენთვის სასურველ ამინდს შინ და გარეთ.

სხვა სიახლეები