სიახლეები

03 იანვარი 2018

3-7 იანვარს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

3 – 4 იანვარს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.

5 - 6 იანვარს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

სხვა სიახლეები