სიახლეები

23 იანვარი 2018

ინსტიტუციონალური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში   ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატს (NVE), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო ელექტროსისტემის, ტექნიკურ უნივერსიტეტს  შორის  ინსტიტუციონალური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა და  გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ მოაწერეს  ხელი.

მემორანდუმი,  გარემოს ეროვნულ სააგენტოს კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შეფასებას , მდინარეთა ჩამონადენზე და ჰიდროელექტროენერგიის წარმოებას, ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური მონაცემების მართვის სისტემების განვითარებასა და  წყლის რესურსების  მართვის მოდელირების დანერგვას ითვალისწინებს.  

შეხვედრას  ნორვეგიის ელჩი , აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID, გერმანიის განვითარების ბანკის KFW, მსოფლიო ბანკის, Clean Enenrgy, აზიის განვითარების ბანკის ADB, ევროპის საინვესტიციო ბანკის EIB, ევროპის კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

სხვა სიახლეები