სიახლეები

29 იანვარი 2018

29 იანვარს - 4 თებერვლს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

29 იანვარს  საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +5, +10, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +5  გრადუსია მოსალოდნელი.

30 იანვრიდან 2 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსის ფარგლებში იქნება.

2 - 4 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

3 – 4 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

სხვა სიახლეები