სიახლეები

09 თებერვალი 2018

სააგენტოს სპეციალისტების ვიზიტი ბაქოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ქ. ბაქოში იმყოფებოდნენ სადაც „წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ხელშეწყობა, მდინარე მტკვრის აუზში ტრანსსასაზღვრო შეთანხმებული ქმედებების და ეროვნული გეგმების განხორციელება“ პროექტის ფარგლებში რეგიონალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს.

აღნიშნული პროექტი აზერბაიჯანსა და საქართველოში წყლის რესურსების მართვის სფეროში ჩართული დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.

სხვა სიახლეები