სიახლეები

09 მარტი 2018

9 მარტის ამინდის პროგნოზი

9 მარტს, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დღის  12:00   საათიდან   მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი, 20 – 25 მ/წმ სიჩქარის ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ქარი გაძლიერდება საღამოს 5:00  საათიდან. ქარის სიჩქარე, მდ. მტკვრის აუზში 20-25 მ/წმ-ის, ხოლო კახეთის რეგიონში 30 მ/წმ-ის ფარგლებშია შესაძლებელი.

ქ. თბილისის შიდა რაიონებში ქარის სიჩქარე 20-25, ხოლო გარეუბნებში 25-30 მ/წმ-მდე შეიძლება აღინიშნოს.

აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი შენარჩუნდება 10 მარტის დილამდე

სხვა სიახლეები