სიახლეები

12 მარტი 2018

12 მარტის ამინდის პროგნოზი

12 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი იქნება.

13 მარტს დასავლეთ საქართველოს რეგიონებზე შავი ზღვის სამხერეთ - დასავლეთიდან მოსალოდნელია თბილი ჰაერის მასების გავრცელება. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოზე გავლენას მოახდენს კასპიის ზღვის ჩრდილო - აღმოსავლეთიდან გავრცელებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს. ქ. თბილისში მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

სხვა სიახლეები