სიახლეები

13 მარტი 2018

13 მარტის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 - 14 მარტს სინოპტიკური სიტუაცია საქართველოს ტერიტორიისთვის მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. 13 მარტს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს. 14 მარტს სითბოს ფონზე ცალკეულ რაიონში მოსლოდნელია მცირე ნალექი. 13 - 14 მარტს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორია კვლავ რჩება კასპიის ზღვის ჩრდილო - აღმოსავლეთიდან გავრცელებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავლენის ქვეშ. 13 - 14 მარტს აღმოსავლეთ რაიიონებში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. 13 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +5, +10, ხოლო 14 მარტს +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 13 მარტს ქ. თბილისში მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 14 მარტს 4 – 5 გრადუსით მოიმატებს, შესაძლოა მცირე წვიმაც აღინიშნოს.

სხვა სიახლეები