სიახლეები

25 ივნისი 2015

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე დურუჯის კალაპოტში ადგილი აქვს ინერტული მასალის ჭარბ აკუმულაციას და საჭიროებს გაწმენდით სამუშაოებს. 


დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ აღნიშნული ინერტული მასალის (ქვიშა-ხრეში, ღორღი, კაჭარ-კენჭნარი) მოპოვების შესაძლებლობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გარეშე გამარტივებული პროცედურებითა და შეღავათიანი პირობებით. 


დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს ეროვნულ სააგენტოში შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: 595 000 300, 595 23 77 77.

სხვა სიახლეები