სიახლეები

23 მარტი 2018

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

სოციალურს ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ქ. თბილისში ცის ყვითელი შეფერილობის შესახებ, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას.

გარემოს ეროვნული სააგენტო განარტავს რომ, 23 მარტს ქ.თბილისის ცაზე გაჩენილი ყვითელი შეფერილობის ღრუბლები გამოწვეულია კავკასიის სამხრეთიდან ატმოსფეროს ზედა ფენებში ქარის მიერ გადმოტანილი ქვიშის ნაწილაკებით, რაც სპეციალისტების განმარტებით, არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა და რაიმე ექსტრემალურ პროცესთან ადგილი არ აქვს.

სხვა სიახლეები