სიახლეები

23 მარტი 2018

23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილთან ერთად, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგებს პროფესიული დღე მიულოცა და ღვაწლმოსილი თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა. 

საქართველოში მეტეოროლოგიის დღე  1992 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ რაც  ქვეყანა  მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციაში გაწევრიანდა.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა დარგის სპეციალისტებს, სიგელები გადასცა და უსურვა, რომ დიდხანს იყვნენ ქვეყნის სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, მეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების მიზნით მთელი რიგი სამუშაოები განხორციელდა.  დამონტაჟდა 50-ზე მეტი ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების ავტომატურად გამზომი სტაციონალური ხელსაწყო-დანადგარი, რაც მეტეოროლოგიური პროგნოზის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მონიტორინგი ამჟამად   86 მეტეოროლოგიური და 52 ჰიდროლოგიური დაკვირვების პუნქტზე  მიმდინარეობს.

მსოფლიო მეტეოროლოგიის დღის დაარსება 1950 წლის 23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კონვენციის ძალაში შესვლას უკავშირდება, რის საფუძველზეც გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) შეიქმნა.  

სხვა სიახლეები